მშობლებისთვის

მშობლებისთვის

            მიმართვა მშობლებს. დღეს იშვიათია მშობელი, რომელსაც შეუძლია შვილის კომპიუტერთან ურთიერთობის რეგულირება. შედაგად, მშობელთა უმეტესობა ხარობს იმით, რომ ბავში არ არის ქუჩაში, არამედ წყნარად ზის სახლში და აზრადაც არ მოსდის, რა ნაღმზე შესვეს შვილები. როცა ვერ ტვირთავ ბავშვს და კომპიუტერთან ურთიერთობას სარგებელს ვერ ხდი, ბუნებრივია, რომ მონიტორი ბაშვს თამაშების სამყაროს სარკმელად ექცევა, ეჯაჭვება მას, ეცვლება ცნობიერება, დეგრადირებს მასში ჭეშმარიტების ძიების და წვდომის უნარი. ყველა ახლობელს ვაფრთხილებ იმ საშიშროებაზე, რომელსაც შეიცავს ვირტულაურ სამყაროში ბავშვის უკონტროლო წვდომა. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, რომ მშობელს შეესმინოს. მეზობლის ბავშვს აქვს, როგორ არ უნდა ქონდეს მისას? განა უკეთესია, გარბოდეს მეზობელთან? ხომ არ ჩამორჩება ბაშვი თანამედროვე ცხოვრებას? ეს ის არგუმენტებია, რომელთაც, თუმცაღა კი არ იტყვის ზოგჯერ მშობელი, მაგრამ ექცევა მოტივაციად ბავშვისთვის კომპიუტერის ყიდვის. უგუნურობაა ეს! როცა ყიდულობს ბავშვისთვის „სათამაშოს“, თან ხშირად სესხით, რომლითაც ორმაგად იხდი და თავად არაფერი გესმის იმ საშიშროების, რომლითაც აღსავსეა ვირტულაური სამყარო, იქნებ მათი მაინც დაიჯერო, ვინც შენზე მეტი იცის. მაგრამ არა. მერე კი გადის დრო და და მოდის ადამიანი ტკვილით: თამაშობს ჩემი შვილი, სწავლა ეზარება, დაუდევარია საქმეში, ფულის მოპარვაც კი დაიწყო. ეს ის დგომარეობაა, როცა უკვე ნაკლებად რამეს თუ შეცვლი და ლოცვაში გადატყავებული მუხლებით თუ გამოითხოვ, გამოილოცებ შვილის სულს. არადა, რა მარტივად შეიძლებოდა თავის არიდება. დატვირთეთ შვილები სპორტით, ქართული ცეკვით, მუსიკით! ნუ დამშვიდდებით, როცა ბავშვს სახლში მაგიდასთან კომპიუტერის წინ მჯდომარეს ხედავთ. ან, იქნებ უფრო პროგრამირების სწავლით დატვირთოთ, ვიდრე თამაშით. გამოიძიეთ, რა სამყაროში ცხოვრობს თქვენი შვილი, რომ შემგომ თავსატეხად არ გექცეთ. დეკ. ანდრია (კემულარია)




1. ბავშვთა აღზრდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ...






2. ნანა ჩაჩუა: "ბავშვისთვის არის ავტორიტეტი მხოლოდ ის ვინც მის ...





3. მშობელთა აკადემია - Berichten | Facebook





4. ბავშვთა სწორად აღზრდა (ბავშვი და ეკლესია)





5. „ზედმეტი ზრუნვა“ თუ „თავისუფლება“ – ფსიქოლოგი აღზრდისას ...



https://fortuna.ge/.../zedmeti-zrunva-tu-tavisufleba-fsiqologi-aghzrdisas-dashvebul-shecd...

6. 
https://www.facebook.com/153790041820521/videos/-ბავშვის-აღზრდა-მშობელი-და-პედაგოგი-ფსიქოლოგიის-დოქტორი-კლინიკური-ნეიროფსიქოლოგი/73785159



7. რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ მოქმედებს ის ... - Aris.ge




9. შალვა ამონაშვილი - „როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები“ (სალონური საუბრები)

https://www.youtube.com/watch?v=T-TJ_-9ZyCw



*

10. „ბავშვი და კომპიუტერი - ინტერნეტდამოკიდებულება“ - ფსიქოლოგი 

პაატა ამონაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=Pi8w0fjiGP8


No comments:

Post a Comment